პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა • POSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა • POSTV
POSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
  5. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
  6. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რამდენიმე საათში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა - ცნობილია ის ძირითადი თემები, რომელზეც მთავრობის მეთაური ტრიბუნიდან ისაუბრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები