პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი “გარედან არის შესული”

თბილისის მერის მოადგილემ, კახა აბულაძემ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია და ვირუსი ბაღებში გარედან არის შესული. მიმდინარეობს გამოძიება დაინფიცირების ზუსტი წყაროს დასადგენად.

კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი “გარედან არის შესული”
ალია

თბილისის მერის მოადგილე, კახა აბულაძე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი “გარედან არის შესული”.

აღნიშნული განცხადება “ოცნების” მაღალჩინოსანმა “საზოგადოებრივი არხის” ეთერში გააკეთა.

თბილისის მერის მოადგილის მტკიცებით, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ, ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, ნოროვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში, არამედ სხვა ასაკობრივ პაციენტებშიც დაფიქსირდა.

ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება.

ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
  2. ტაბულაოპოზიციურიფაქტია, რომ ნოროვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული – კალაძის მოადგილე
  3. რუსთავი 2სამთავრობოკახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ამას სჭირდებოდა არა პანიკა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა" - კახა კალაძე საბავშვო ბაღებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები