ფაქტია, რომ ნოროვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული – კალაძის მოადგილე
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების ავადობის მიზეზი ნოროვირუსია და არა სურსათით ინტოქსიკაცია. მერის მოადგილის განცხადებით, ვირუსი ბაღებში გარედან არის შესული და შემთხვევები სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც ფიქსირდება.

ივანიშვილის მერის კახა კალაძის მოადგილის, კახა აბულაძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ნოროვირუსით ინფციცირებულები არამხოლოდ საჯარო ბაღის აღსაზრდელები, არამედ სსხვა ასაკობრივი ჯგუფის პირებიც იყვნენ.
როგორც აბულაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, ნოროვისური "ბაღებში გარედან არის შესული".
"ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება.
ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა. [...]
დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ.
ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება" - განაცხადა კახა აბულაძემ.
როგორც ის ამბობს, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ, ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.
"ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, ნოროვირუსი დადასტურდა. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა". - თქვა მან.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი. ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. სარჯველაძის განცხადებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.
სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - სარჯველაძე ბაღებზე
ციტატები სტატიიდან
„ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დაფიქსირდა. [...] დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება“
„ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, ნოროვირუსი დადასტურდა. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.