"ჩვენი პრიორიტეტია ევროპასთან და შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ" - ზვიად შალამბერიძე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი ევროპასთან და აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა და ამ მიმართულებით შედეგები მალე იქნება. მისი თქმით, მაღალი რანგის ვიზიტები ადასტურებს, რომ პრიორიტეტები უცვლელია.

"ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივარწევთ", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც შალამბერიძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მაღალი რანგის ვიზიტები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა.
"ბოლო პერიოდში, არაერთი მაღალი დონის ვიზიტი ვნახეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლა უკვე არის ჩვენი ლიდერები ვიზიტები ევროპის მიმართულებით.
წინა გამომსვლელმა განაცხადა, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ ევროპასთან მოლაპარაკებები და ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობაც ჩვენ გავწყვიტეთ, როდესაც პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან იყო გადადგმული, ეს ყველამ იცის, საზოგადოებას ამით ვერ შეიყვანენ შეცდომაში.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცეოდა და იქცევა დღეს ჩვენ მიმართ ევრო ბიუროკრატია, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როდესაც ევროპა გადაწყვეტს, დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი, ჩვენი ეს სურვილი არსად არ წასულა. ყოველთვის ვამბობდით, რომ 2028 წელს გადავდგამთ ნაბიჯს, რაზეც ვთქვით უარი, და ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა ტრიოში, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა.
ეს ნაბიჯები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა - ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივარწევთ“
„ბოლო პერიოდში, არაერთი მაღალი დონის ვიზიტი ვნახეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლა უკვე არის ჩვენი ლიდერები ვიზიტები ევროპის მიმართულებით. წინა გამომსვლელმა განაცხადა, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ ევროპასთან მოლაპარაკებები და ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობაც ჩვენ გავწყვიტეთ, როდესაც პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან იყო გადადგმული, ეს ყველამ იცის, საზოგადოებას ამით ვერ შეიყვანენ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცეოდა და იქცევა დღეს ჩვენ მიმართ ევრო ბიუროკრატია, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როდესაც ევროპა გადაწყვეტს, დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი, ჩვენი ეს სურვილი არსად არ წასულა. ყოველთვის ვამბობდით, რომ 2028 წელს გადავდგამთ ნაბიჯს, რაზეც ვთქვით უარი, და ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა ტრიოში, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ნაბიჯები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა - ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.