ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

აბულაძე რძის პროდუქტის ამოღებაზე: ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს

საბავშვო ბაღებში ვირუსული პერიოდის გამო შემოღებული სანიტარული და ჰიგიენური რეჟიმის ფარგლებში დროებით შეიცვალა კვება და ამოღებულ იქნა რძის პროდუქტები, ცხიმიანი და შემწვარი საკვები. რეკომენდაციის ვადის გასვლის შემდეგ, ორშაბათიდან ბაღები ჩვეულ მენიუს დაუბრუნდება.

აბულაძე რძის პროდუქტის ამოღებაზე: ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს
აბულაძე რძის პროდუქტის ამოღებაზე: ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებსტაბულა

ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიდ ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას.

რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით - დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება.

ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.