ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღებში ორშაბათიდან დაბრუნდება

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას უკავშირდებოდა ვირუსული პერიოდის გამო. ჩვეული მენიუ საბავშვო ბაღებს ორშაბათიდან დაუბრუნდება.

რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღებში ორშაბათიდან დაბრუნდება
რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღებში ორშაბათიდან დაბრუნდებანეტგაზეთი

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა–ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მოხდეს რძის პროდუქტისა და სხვა ცხიმიანი საკვების მიღება.

ამის შესახებ აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შევიდა ცვლილებები საბავშვო ბაღების მენიუში.

„ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიც ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით – დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

“ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთ–ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიც ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით – დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით“
კახა აბულაძე
„ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთ–ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“
კახა აბულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.