ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში" - ზვიად შალამბერიძე

ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლის ინტერესების დაცვას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, დესტრუქციული ქმედებები ქვეყანას აზიანებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოდის.

"ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში" - ზვიად შალამბერიძე
"ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში" - ზვიად შალამბერიძერუსთავი 2

"ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში, რათა ისეთი ოპოზიციური პარტიების ადგილას, რომელთა დღის წესრიგი არ არის მათი ამომრჩევლის ინტერესის გატარება პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან საკრებულოებში, შემოვიდნენ ისეთი პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც იქნება ამომრჩევლის ინტერესის დაცვა", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, დესტრუქციული ქმედებები ქვეყანას აზიანებს და მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი ცივილიზებულად წარიმართოს.

"[პოლიტიკურ ველზე] უნდა შემოვიდეს ისეთი პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც იქნება ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, რომელიც მათ მისცემს ხმას, შევა პარლამენტში, იქ გააგრძელებს პოლემიკას და ცივილიზებულად წაიყვანს პროცესს.

ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ უმცირდებათ მათ ამომრჩევლების რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე. რეალურად, ამომრჩეველიც ხედავს, რომ ეს ადამიანები დაკავებულნი არიან პირადი ინტერესებით, მათთვის სახელმწიფო ინტერესები უკან პლანზეა გადაწეული. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება.

კი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თითქოს, ახალგაზრდებს წამოწევენ წინა პლანზე, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები პოლიტიკურ ველზე და ჩაანაცვლებენ იმ ძველ პოლიტიკოსებს, რომელთა გამოჩენა უკვე სირცხვილია, არ არის პოპულარული მათთვის და ქულების მომტანი... მაგრამ ამ ახალგაზრდებსაც ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ იმ წიაღში, რომელშიც აღმოცენდა ["ნაციონალური მოძრაობა"] და ვერ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან, ვერ აღმოცენდება რაიმე ჯანსაღი ახალგაზრდული მოძრაობა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში, რათა ისეთი ოპოზიციური პარტიების ადგილას, რომელთა დღის წესრიგი არ არის მათი ამომრჩევლის ინტერესის გატარება პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან საკრებულოებში, შემოვიდნენ ისეთი პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც იქნება ამომრჩევლის ინტერესის დაცვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„] და ვერ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან, ვერ აღმოცენდება რაიმე ჯანსაღი ახალგაზრდული მოძრაობა“
ზვიად შალამბერიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.