ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პარტების აკრძალვის პროცესს აქვს ერთი მთავარი რისკი” – რაქვიაშვილი

თხპ-ს ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესს მთავარი რისკი აქვს — საზოგადოებას ყოველდღიური სოციალური და ეკონომიკური პრობლემები დაავიწყოს. მისი თქმით, ხელისუფლების დაპირებები ფასების შემცირებასა და ინვესტიციებზე ტყუილია, ქვეყანაში კი რეალური პრობლემებია, როგორიცაა მედიკამენტების არარსებობა.

“პარტების აკრძალვის პროცესს აქვს ერთი მთავარი რისკი” – რაქვიაშვილი
“პარტების აკრძალვის პროცესს აქვს ერთი მთავარი რისკი” – რაქვიაშვილიალია

თხპ-ს ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი:

ამ პროცესს [პარტების აკრძალვის] აქვს ერთი მთავარი რისკი: ხალხი იფიქრებს, რომ რაღაც სერიოზული ხდება და დაავიწყდება ის, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

კობახიძე ამბობდა, რომ ფასები იზრდება, ჩვენ დავამარცხებთო კომისიას. ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ფასები იზრდება, არაფერი არ შეიცვალა, გრძელდება პრობლემა. ცოტა ხნის წინ ისევ ამბობდა, რომ 6 მილიარდი ინვესტიცია შემოვაო. სად არის 6-მილიარდიანი ინვესტიცია? ესეც ტყუილი იყო.

ადამიანები კვდებიან იმიტომ, რომ წამალი არ აქვთ, ტკივილგამაყუჩებელი არ აქვთ. ეს რეალური პრობლემაა. ის ადამიანი, რომელიც ახლა წვალობს და ტკივილს განიცდის, იმას უნდა უყუროს, რომ თურმე კოლექტიურ ნაცმოძრაობას კრძალავენო?

და რომელი სასამართლოთი კრძალავენ, რა სასამართლო გვაქვს ქვეყანაში?! თუ ოცნება თავის თავს იმ კრიტერიუმს მიუყენებს, რომლითაც სხვას ასამართლებს, საკუთარი თავის ლიკვიდაცია უნდა მოითხოვოს!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"პარტიების აკრძალვა არის არასწორი" - ალექსანდრე რაქვიაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები