“ორი მოხუცი ლიფტში რომ ჩაცხრილეს, ეს ხომ სასამართლოს არ არსებობის პრობლემაა?” – რაქვიაშვილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ლიფტში ორი მოხუცის ჩაცხრილვა სასამართლოს არარსებობის ბრალია, რადგან ქვეყანაში ავტორიტეტის მქონე ინსტიტუცია აღარ დარჩა.

თხპ-ის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ორი მოხუცი ლიფტში რომ ჩაცხრილეს, ეს ხომ სასამართლოს არ არსებობის პრობლემაა? სასამართლო რომ გვქონდეს, ის ხომ იმ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, რომელსაც ორივე მხარე აღიარებდა და ეს არ მოხდებოდა?
არ დარჩა ინსტიტუცია, რომელსაც რაიმე ავტორიტეტი გააჩნია, ეს არის დამახასიათებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.
ტექნიკურად სასამართლოს შენობა გვაქვს და იქ მოსამართლეები დადიან, მაგრამ, პატივს ხომ არავინ სცემს?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…