არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო, თბილისის ნაწილს, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგება 26-27 სექტემბერს შეეზღუდება - GWP
მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის გამო, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე თბილისის ნაწილს, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.
"საგზაო პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე, თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რეიონების ქუჩების ნაწილს , ასევე ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე," - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაარაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო, თბილისის ნაწილს, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგება 26-27 სექტემბერს შეეზღუდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო
არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 000 აბონენტს წყალი 36 საათით გაეთიშება - ქუჩებისა და დასახლებების სრული სია
GWP წყლის ხანგრძლივი დროით შეწყვეტას აანონსებს - ნახეთ ჩამონათვალი
ჯივიპი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეტალურად
თბილისის ნაწილს, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებს წყალი 36 საათით გაეთიშება
80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება
80 000 აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება, მიზეზი არაგვზე ხიდის მშენებლობაა
თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალი, სადაც 26 სექტემბრიდან წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…