TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა
ტელეკომპანია TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელსაც არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს. საბჭოში შევიდნენ მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. არხის დირექტორობის კანდიდატად ჟურნალისტი ლევან ჯორბენაძე დასახელდა.

„TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში არხის განვითარების ახალ ეტაპსა და მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზე წერს.
მისი განცხადებით, ტელეკომპანიის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, ახლა კი დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.
„მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.
ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ“, - აცხადებს ვატო წერეთელი.
მისივე ცნობით, საბჭო მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს აერთიანებს. მათ შორის არიან: ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე.
როგორც არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ ტელეკომპანიაში ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და პროცესებში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას.
ამასთან, პირველსავე სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარედგინა არხის დირექტორობის ახალი კანდიდატი ჟურნალისტი ლევან ჯორბენაძე, რომელიც, წერეთლის თქმით, დასახული იდეების განხორციელებაში დაეხმარებათ.
„მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, - წერს ვატო წერეთელი.
ამ დრომდე სწორედ ვატო წერეთელი იყო არხის როგორც დირექტორი, ასევე წილის 100%-ის მფლობელი.
ციტატები სტატიიდან
„მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო. ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ“
„მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.