ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინა

ლელოტვ პირველი

ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად „ლელოს“ კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. თავად წერეთელი არხის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინა
ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინატაბულა

ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. თავად წერეთელი TV პირველის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს.

"TV პირველის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.

მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთვარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.

ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა TV პირველის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს - ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ TV პირველში ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება.

მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და TV პირველის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია" - წერს წერეთელი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„TV პირველის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა. მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთვარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო. ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა TV პირველის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს - ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ TV პირველში ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და TV პირველის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“
ვატო წერეთელი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.