TV პირველის დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება
ტელეკომპანია „TV პირველში“ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელსაც დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს. ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატად კი ლევან ჯორბენაძეა წარდგენილი.

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა – ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი წერს, რომ ის ტელევიზიის საბჭოს უხელმძღვანელებს, დირექტორობის ახალი კანდიდატად კი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. ჯორბენაძე მანამდე პარტია „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
“ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. განაცხადა ვატო წერეთელმა.
საბჭოს წევრებს შორის არიან: ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია” – წერს ვატო წერეთელი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.