„ტვ პირველში“ საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებებია
ტელეკომპანია „ტვ პირველში“ საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა. მოქმედმა დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, ხოლო დირექტორობის ახალი კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა.

„ტვ პირველში“ საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებებია.
მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი წერს, რომ ის ტელევიზიის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, დირექტორობის ახალი კანდიდატი კი ლევან ჯორბენაძეა. ჯორბენაძე მანამდე „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იყო.
„TV პირველის” მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.
მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა. ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედია სტანდარტის დანერგვის დრო“, — წერს ვატო წერეთელი.
მისი თქმით, შეიქმნა „TV პირველის“ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე უხელმძღვანელებს.
საბჭოში შედიან:
ირაკლი მელაშვილი
დოდო შონავა
გიორგი მშვენიერაძე
გია ხუხაშვილი
დავით ძიძიშვილი
ირაკლი აფაქიძე
ზაალ უდუმაშვილი
ინგა გრიგოლია
თამარ ჯინჭარაძე.
„ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ „TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი — ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, — წერს ვატო წერეთელი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GETV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა
- TV პირველიTV პირველის მფლობელმა სამეურვეო საბჭო და ახალი დირექტორი წარადგინა
- ტაბულავატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინა
- რადიო თავისუფლება„TV პირველის“ დირექტორი „ლელოს“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ხდება
- ალიაTV პირველის დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება
- ინტერპრესნიუსი“ტვ პირველის“ დირექტორად ლევან ჯორბენაძე დაინიშნა - განახლდა არხის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაც
ციტატები სტატიიდან
„ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ „TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი — ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…