საზოგადოება · 24 ოქტომბერი, 12:21
ახალციხეში პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
ახალციხეში პირველკლასელებმა პროგრამა „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხეები დარგეს. სამთავრობო ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება.

ახალციხეში პირველკლასელებმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, მათ ახალციხის მერთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქალაქში ნერგები დარგეს.
მთავრობის ინიციატივით, 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში 41 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…