ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახ კოლეგა ერმუხამბეთ კონუსპაევთან შუა დერეფნისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ერმუხამბეთ კონუსპაევთან შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა შუა დერეფნის და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების აუცილებლობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…