გია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება პარტია „ლელოსა“ და „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აკრიტიკებს ლევან ჯორბენაძისა და მამუკა ხაზარაძის საქმიანობას.

„თაღლითობისა და “ლუზერობის” ეტალონმა, პარტია-კანტორა „ლელომ“ კიდევ ერთი ბრწყინვალე ფოკუსი შემოგვთავაზა — რა მნიშვნელობა აქვს, ვის დასვამენ „ტვ პირველის“ დირექტორის სავარძელში ან რა პათოსით გააჟღერებენ „გოიმკანალის“ ე.წ. სარედაქციო მანიპულაციებს, როცა უსაშველო მდგომარეობა აქვთ, და ნაცდეზინფორმატორებს?“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ — აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი, ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება.
განსაკუთრებული აპლოდისმენტები მთავარ „მენეჯერს“ ეკუთვნის: მამუკა ხაზარაძე სადღაც ევროპაშია გახიზნული და შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან ცდილობს გაქაჩოს ის, რაც უკვე ბოლო სტადიაშია. შორიდან იოლად გამოსდის „ევროპულ მომავალზე“ ზრუნვის იმიტაცია, როცა ადგილზე დარჩენილი ნაცგოიმები ცდილობენ, როგორმე გადაფარონ საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კეთროვანება“, – წერს აბაშიძე.
ციტატები სტატიიდან
„სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ — აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი, ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება. განსაკუთრებული აპლოდისმენტები მთავარ „მენეჯერს“ ეკუთვნის: მამუკა ხაზარაძე სადღაც ევროპაშია გახიზნული და შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან ცდილობს გაქაჩოს ის, რაც უკვე ბოლო სტადიაშია. შორიდან იოლად გამოსდის „ევროპულ მომავალზე“ ზრუნვის იმიტაცია, როცა ადგილზე დარჩენილი ნაცგოიმები ცდილობენ, როგორმე გადაფარონ საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კეთროვანება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.