საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40%-ით გაიზარდა და 13.4 ათასი ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტის ღირებულებამ 20.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი აშშ, ავსტრალია, რუსეთი, გერმანია და ისრაელია.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 13.4 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 20.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 40%-ით (3.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში, ექსპორტი 47 ქვეყანაში განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:
აშშ: 5.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 25%) | 3 356.6 ტონა
ავსტრალია: 3.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 14%) | 2 599.8 ტონა
რუსეთი: 3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 13%) | 1 695.8 ტონა
გერმანია: 2.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 10%) | 1 211.6 ტონა
ისრაელი: 1.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ღირებულების 7%) | 994.3 ტონა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.