პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს

საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების მხარდასაჭერად ვაშინგტონში ქართველმა ემიგრანტებმა მე-16 ქუჩა გადაკეტეს და მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში მყოფ თანამოქალაქეებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

“მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს
ნეტგაზეთი

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი, პროევროპული აქციების 2-წლის თავთან დაკავშირებით ქუჩა ამერიკის დედაქალაქშიც გადაიკეტა.

ქართველმა ემიგრანტებმა თანამემამულეების სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით აქცია გამართეს. ვაშინგტონში, „მერიდიან ჰილ პარკთან“ შეიკრიბნენ აშშ-ის სხვადასხვა შტატში მცხოვრები ქართველები. მათ ადგილზე, ერთად დაამზადეს საპროტესტო ბანერები, მოიმარაგეს საქართველოს, აშშ-სა და უკრაინის დროშები და მსვლელობა გამართეს საქართველოში აშშ-ის საელჩოსკენ.

მსვლელობისას, ათობით ქართველმა ემიგრანტმა გადაკეტა ვაშინგტონის მე-16 ქუჩა.

ისინი მადლობას უხდიან საქართველოში მყოფ თანამემამულეებს, რომლებიც უკვე ორი წელია, უწყვეტად, იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

„დღეს შევიკრიბეთ ვაშინგტონში ამერიკაში მცხოვრები ქართველები იმისთვის, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი თანამოქალაქეების, თანამოაზრეების მიმართ საქართველოში, რომლებიც უკვე ორი წელია, რაც დგანან გარეთ და მედგრად უწევენ წინააღმდეგობას რუსი ოლიგარქის რეჟიმს. ძალიან დიდი მადლობა ყველა მათგანს, ვინც მინიმუმს მაინც აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ნათელი, გარკვეული, არარუსული. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება იმ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, ვინც ციხეში არიან, რომლებმაც ყველაზე დიდი ღირებულება დათმეს – თავიანთი თავისუფლება, ჩვენთვის და საქართველოსთვის. დიდი მადლობა მათ და ვულოცავ ყველას ვინც გამოვიდა და ვინც გამოვა“, – განაცხადა თამარ ლოლუამ.

„გამოვედი მარშზე რათა გამოვხატო სოლიდარობა ჩემი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც ორი წელია უკვე უწყვეტად გამოდიან და პროტესტს უცხადებენ ევროპის გზის ჩაკეტვას ჩვენი მთავრობის მიერ. საქართველო ევროპაა და ჩვენ თანამემამულეებთან ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა საქართველო გახდეს ევროპის განუყოფელი ნაწილი“, – ამბობს ქართლოს კანკაძე.

ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებიდან ორი წლის თავზე თბილისში საპროტესტო მსვლელობები და აქცია იმართება. მოქალაქეები და პოლიტიკური ჯგუფები 19:00 საათზე სამი სხვადასხვა შეიკრიბნენ. ამ წუთებში [22:00] სამივე მარში უკვე თავისუფლების მოედანზე. უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 2 წლის შემდეგაც ათობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში.

ნახვა Facebook-ზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები