პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

ნაციონალური მოძრაობა

თბილისში საპროტესტო მსვლელობები სამი ლოკაციიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე შეერთდება. მოქალაქეები ახალ არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
ნეტგაზეთი

ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებიდან ორი წლის თავზე თბილისში საპროტესტო მსვლელობები და აქცია გაიმართება. მოქალაქეები და პოლიტიკური ჯგუფები 19:00 საათზე სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძვრებიან და თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საერთო შეკრებას შეუერთდებიან.

ერთი მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება. თსუ-ის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომლებიც მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.

პარალელურად, მეტროსადგურ „ავლაბართან“ გაიმართება რიგით 50-ე შაბათის მარში – „საქართველო ევროპაა“, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება.

მესამე საპროტესტო მსვლელობა ორბელიანის მოედანიდან დაიწყება. „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრები და მხარდამჭერები იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედანზე საპროტესტო კერას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, მმართველი გუნდის სახელით განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

განცხადებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მას შემდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ორი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ პროტესტის არაერთი შემზღუდავი რეპრესიული კანონი მიირო. ამ დრომდე, სისხლის სამართლის წესით, დაკავებულია პროტესტში მონაწილე ათობით დემონსტრანტი. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სხვებს კი ათობით ათასლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციური„იქ დავდგებით, სადაც ორი წლის წინ ვიდექით“ – მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„შაბათის მარშის“ მონაწილეები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან და მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები