პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი - პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!

იუსტიციის სამინისტროტელეიმედი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ ექნება რუსთაველის გამზირის 50-150 კაცით გადამკეტავი პირების მიმართ, რასაც მან პირდაპირი საბოტაჟი უწოდა.

პრემიერი - პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ინტერპრესნიუსი

პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ, თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში 50, 100 და 150 კაცი ცენტრალურ გამზირს ვერ გადაკეტავს.

„რაც შეეხება ნულოვან თანაგრძნობას - მე ეს განცხადება არ გამიკეთებია არც 28 ნოემბრის აქციის მონაწილეების შესახებ, არც მანამდე, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციის მონაწილეთა შესახებ. საუბარი იყო პოლიტიკურ თანაგრძნობაზე, ეს მკაფიოდ იყო იქ ხაზგასმული. პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება დღესაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ იმ პერიოდში და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით. ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია? როდესაც ხედავ, რომ არ გაქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ცდილობ, რომ განახორციელო საბოტაჟი, გადაკეტო ერთი წლის განმავლობაში ცენტრალური გამზირი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას მსოფლიოში, ვერც ერთი ქვეყნის დედაქალაქს, ვერც დემოკრატიულს და ვერც არადემოკრატიულს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში 50, 100 და 150 კაცით გადაკეტონ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. ამაზე იყო საუბარი: როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება”, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა.

„რაც შეეხება გულწრფელ ადამიანებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი, შეიძლება უმრავლესობაც იმ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იყო გულწრფელი, ვინც გამოვიდა 28 ნოემბერს. იგივე ეხება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონსაც. იქაც რეალურად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც გამოვიდა აქციებზე, დარწმუნებული ვარ, რომ იყო გულწრფელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ იყვნენ ეს ადამიანები შეყვანილი. კიდევ ერთხელ, როდესაც აპროტესტებ ასეთ რაღაცას, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებმა უნდა წარადგინონ დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში, აქ ხომ ძალიან მარტივად შეიძლება განვსაჯოთ, რომ არაფერი რუსული ამაში არ შეიძლება იყოს. იქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები და აქაც შეიყვანეს შეცდომაში ადამიანები, ეს არის ჩემი შეფასება. გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასეთია ჩვენი რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, თუმცა გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა - ასეთია რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები