პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ყველა აცნობიერებს, რომ "გამჭვირვალობის კანონს" საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან, ერთადერთს ითვალისწინებდა: ე.წ. NGO-ებს წარედგინათ დეკლარაციები, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია

იუსტიციის სამინისტრო

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანამ გადატრიალების სამი მცდელობა გამოიარა, „გამჭვირვალობის კანონს“ კი რუსულთან საერთო არაფერი ჰქონდა და NGO-ებისგან მხოლოდ დეკლარაციებს ითვალისწინებდა.

პრემიერი: ყველა აცნობიერებს, რომ "გამჭვირვალობის კანონს" საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან, ერთადერთს ითვალისწინებდა: ე.წ. NGO-ებს წარედგინათ დეკლარაციები, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია
რუსთავი 2

2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმ წინაპირობებსა და მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც წინ უძღოდა 2024 წელს გაკეთებულ განცხადებას.

"რაც შეეხება ორი წლის წინანდელ ჩვენს გადაწყვეტილებას და განცხადებას. პირველ რიგში, მე გავიხსენებდი კონტექსტს, წინაპირობებს და იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა ამ განცხადების გაკეთებას. მინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი.

2022 წლის ივნისში, როდესაც ჩვენ ევროკომისიამ და ევროკავშირმა ზოგადად არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამით სცადეს ესარგებლათ იქიდანვე დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. ეს ხდებოდა 2022 წლის ივნისში და მათ მოითხოვეს უფრო მეტიც, მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება - მათ უნდა ჰქონოდათ ვეტოს უფლება მინისტრების დანიშვნაზეც კი, რაც იყო ცალსახად არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა.

ამის შემდეგ ორჯერ გვქონდა კიდევ რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი და ორივე უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან. ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა ეს კანონი: წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში. მეტი არაფერი და მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები იყო გათვალისწინებული ამ ვალდებულების დარღვევისთვის. ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო კამპანია, სიცრუეზე აგებული კამპანია და ამას მოაყოლეს რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა.

ამის შემდეგ ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მიიღო 1 120 000-ზე მეტი ხმა და ამას მოჰყვა პრაქტიკულად რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა,“- განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – დღეს ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ითვალისწინებდა ერთადერთს, ე.წ. ენჯეოებს უნდა წარედგინათ დეკლარაცია, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია და რევოლუციის ორი მცდელობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ნაწილია და ფაქტობრივად, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ისინი სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ინსტრუმენტს წარმოადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები