პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal: ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ისრაელური ანალოგი HiSKY გამოიყენეს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ნაცვლად ისრაელის თანამგზავრული სისტემა HiSKY გამოიყენეს, რადგან Starshield-ის ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვები დაუწესდათ.

The Wall Street Journal: ყირიმის ხიდზე თავდასხმისას უკრაინელებმა Starlink-ის ისრაელური ანალოგი HiSKY გამოიყენეს
იმედინიუსი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმისას დრონების სამართავად ისრაელის თანამგზავრული კავშირის სისტემა HiSKY გამოიყენეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული სამხედრო დანაყოფები HiSKY-ს SpaceX-ის Starlink-ის ალტერნატივადაც იყენებენ, თუმცა ისრაელის სისტემასთან მუშაობა უფრო მეტ ტექნიკურ ცოდნასა და სპეციალისტების უშუალო მონაწილეობას მოითხოვს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატების საშუალო მანძილზე მოქმედებისთვის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული კავშირის სერვის Starshield-ზე, რომელიც Starlink-ის სამხედრო ვერსიაა. უკრაინელი სამხედროები მას რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ დარტყმებისა და რუსული რეაქტიული დრონების დაჭერისთვის იყენებენ.

თუმცა, გამოცემის ცნობით, შემოდგომაზე უკრაინულ დანაყოფებს Starshield-ის ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა ორჯერ შეექმნათ. დრონების ფრენის სიჩქარე საათში 100 მილით (დაახლოებით 161 კმ/სთ) შეიზღუდა, რის გამოც მათი მართვა და სამიზნეებამდე მიღწევა გართულდა. უკრაინელი სამხედროების თქმით, ამ სიჩქარით დრონები რუსული საჰაერო თავდაცვისთვის უფრო იოლ სამიზნედ იქცევიან, ხოლო რუსული რეაქტიული უპილოტო აპარატების დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდვები პირველად ოქტომბერში დაწესდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ამერიკელი კანონმდებლების პროტესტის შემდეგ ტრამპმა ილონ მასკს თანამგზავრული სერვისის აღდგენა სთხოვა. თუმცა, 10 ნოემბრიდან უკრაინული დანაყოფები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდვის პირობებში მუშაობენ.

არც SpaceX-ს და არც აშშ-ის მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. გასულ კვირას მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრები ადამიანების მოსაკლავად განკუთვნილი დრონების დარტყმებისთვის არ არის შექმნილი.

The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინული არმია ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების მოძიებას ცდილობს. ზოგიერთი დანაყოფი იყენებს ე.წ. mesh-ქსელებს, რომლებშიც დრონები რადიოსიგნალს სხვა დრონებს გადასცემენ, ან მობილურ კავშირს. ორი ინფორმირებული წყაროს ცნობით, უკრაინული დანაყოფების ნაწილი ისრაელის კომპანია HiSKY-ს თანამგზავრულ სისტემასაც იყენებს.

თუმცა, ამ ალტერნატივებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს: მობილური კავშირი მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე მუშაობს და მისი ჩახშობა რუსულ მხარეს უფრო მარტივად შეუძლია. Mesh-ქსელებისთვის კი ძვირად ღირებული აღჭურვილობაა საჭირო, ამასთან, ვიდეოსიგნალის გადაცემას ხშირად მნიშვნელოვანი შეფერხება ახლავს.

უკრაინული სამხედრო ანალიტიკური ჯგუფის Oko Hora-ს დამფუძნებლის დმიტრო ბატეხას განცხადებით, ამ დროისთვის Starlink-ის სრულფასოვანი ალტერნატივა უკრაინას არ გააჩნია. მისი თქმით, ევროპული სისტემები არსებობს, თუმცა მათი გამოყენება ჯერ ძალიან შეზღუდული მასშტაბით არის შესაძლებელი.

გამოცემის წყაროს თანახმად, HiSKY Starlink-ისგან იმითაც განსხვავდება, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს. უკრაინულმა დრონების დანაყოფებმა ის რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების აღმოსაჩენადაც გამოიყენეს.

ამასთან, HiSKY-ს გამოყენება Starlink-თან შედარებით უფრო რთულია და მის მუშაობას სპეციალისტების ადგილზე ყოფნა სჭირდება. ამიტომ, წყაროს შეფასებით, ის, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებისთვის იქნება განკუთვნილი და არა დრონებით ყოველდღიური თავდასხმებისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: უკრაინაში ისევ შეფერხდა Starshield-ის მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები