დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, შეთანხმება დაიდება თუ ჯოჯოხეთში გავგზავნი? – ტრამპი ირანზე
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - უნდა გადაწყვიტოს ქვეყანასთან შეთანხმების დადება თუ მისი განადგურება. ტრამპის თქმით, ის მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ირანი შეთანხმებას დათანხმდება და მთავარი მიზანია, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან დაკავშირებით "დიდი გადაწყვეტილება აქვს მისაღები". მისივე განმარტებით, უნდა გადაწყვიტოს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას გაანადგურებს და "ჯოჯოხეთში გაგზავნის" თუ შეთანხმების დადება მოხერხდება, რომელიც ირანს "ხელახლა აშენების საშუალებას მისცემს".
ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ აშშ-ს შუალედური არჩევნების შემდგომ ირანი ამერიკასთან შეთანხმებას დაუყოვნებლივ დათანხმდება.
ამის შესახებ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ილაპარაკა.
"დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები.
დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ ხელახლა აშენების საშუალებას მისცემს და იმაზე გაცილებით დიდებულ ქვეყანას შექმნის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი ერთ-ერთ უდიდესსაც? თუ ისლამურ რესპუბლიკას გავანადგურებ და ამას სწრაფად ვიზამ, რათა ხალხისა და ქვეყნების განადგურებისა და მოკვლის შანსი არასდროს მივცე? ჯოჯოხეთში გავგზავნი გადარჩენის შანსისა და თაობათა განმავლობაში მომავალი სიდიადის იმედის გარეშე?
თუმცა, მჯერა, რომ არჩევნების შემდგომ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მივაღწევთ, რადგან მათი მხრიდან აბსურდულია, რომ ასე არ მოიქცნენ. [...] აშშ და ირანი ამას ნამდვილად იზამენ [რედ. - დადებენ შეთანხმებას]. ასე თუ ისე ამას გავაკეთებთ. ეს მოხდება და ეს სწრაფად მოხდება". - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ ირანში შუალედური არჩევნების შედეგებს უცდიან, თუმცა "ვერ ხვდებიან, რომ" ტრამპი არ მონაწილეობს. მისივე თმით, ირანის საკითხზე განსჯის დროს არჩევნების ფაქტორს საერთოდ არ ითვალისწინებს და მხოლოდ ფიქრობს, რომ "ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება".
"ისინი იცდიან, რათა ნახონ, რა შედეგი მექნება შუალედურ არჩევნებში. იმას ვერ ხვდებიან, რომ მე არ ვმონაწილეობ. ეს უკვე გავაკეთე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე.
ჩვენ უზარმაზარი უპირატესობით გავიმარჯვეთ და აქ ორწელიწადნახევარი ვიქნები. რესპუბლიკური პარტია მონაწილეობს და მათ დავეხმარები, მაგრამ მე არ ვმონაწილეობ. როდესაც საქმე ირანს ეხება, არჩევნებზე ყურს საერთოდ არ ვუგდებ და არც დავუგდებ. აზრადაც არ მომდის. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება". - თქვა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ ხელახლა აშენების საშუალებას მისცემს და იმაზე გაცილებით დიდებულ ქვეყანას შექმნის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი ერთ-ერთ უდიდესსაც? თუ ისლამურ რესპუბლიკას გავანადგურებ და ამას სწრაფად ვიზამ, რათა ხალხისა და ქვეყნების განადგურებისა და მოკვლის შანსი არასდროს მივცე? ჯოჯოხეთში გავგზავნი გადარჩენის შანსისა და თაობათა განმავლობაში მომავალი სიდიადის იმედის გარეშე? თუმცა, მჯერა, რომ არჩევნების შემდგომ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მივაღწევთ, რადგან მათი მხრიდან აბსურდულია, რომ ასე არ მოიქცნენ. [...] აშშ და ირანი ამას ნამდვილად იზამენ [რედ. - დადებენ შეთანხმებას]. ასე თუ ისე ამას გავაკეთებთ. ეს მოხდება და ეს სწრაფად მოხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.