პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი

ილონ მასკის მიერ ამერიკელი ბავშვებისთვის კომპანიის აქციების გადაცემის გეგმის გაფართოების შემდეგ, პლატფორმა Blue Ocean ATS-ზე SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა.

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი
BM.GE

კოსმოსური ინდუსტრიის გიგანტ SpaceX-ის გენერალური დირექტორის - ილონ მასკის მიერ ამერიკელი ბავშვებისთვის კომპანიის აქციების გადაცემის გეგმის გაფართოების შემდეგ ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმა Blue Ocean ATS-ზე SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ში მცხოვრებ ყველა ბავშვს ყოველწლიურად SpaceX-ის კიდევ ერთ აქციას გადასცემს.

საყურადღებოა, რომ მასკმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გააჟღერა, რაც თავად SpaceX-მა ოთხშაბათს დააანონსა, რომ კომპანია თითოეულ აქტიურ Trump Account-ზე A კლასის თითო აქციას გადარიცხავდა.

მასკის განმარტებით, SpaceX-ის წილი მომდევნო თვეში გადაირიცხება, მისი პირადი შეწირულობა კი მომავალი წლის ივნისში, აქციების გაყიდვის შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ გაიცემა.

ცნობისთვის, ივლისში დონალდ ტრამპის ინიციატივით, აშშ-ში ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომელიც 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საინვესტიციო ანგარიშის გახსნას ითვალისწინებს და სამომავლოდ ანგარიშების მფლობელთა ფინანსურ უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
CNN: აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრი SpaceX-ს დაფინანსების შეჩერებით ემუქრება, თუ კომპანია უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეფერხების მიზეზებს არ განმარტავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები