ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ნიურნბერგთან“ გამარჯვებულ მატჩში გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო მეტოქის კარის აღება, რითაც „ჰაიდენჰაიმმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსანი „ნიურნბერგი“ 3:1 დაამარცხა.
ერთი გოლი მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მან ზედიზედ მესამე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო: Whoscored 7.8, Sofascore 7.7, Flashscore 7.5.
ზივზივაძის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 12 შეხვედრაში 6 გოლია.
ამით დასრულდა ჩემპიონატზე „ჰაიდენჰაიმის“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია - 4 ფრე და 3 წაგება.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ამ მომენტისთვის მე-6 პოზიციაზეა და 6 დეკემბერს, ჰამბურგში „სანკტ-პაულის“ დაუპირისპირდება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - ნიურნბერგი 3:1
გოლები: 1:0 მაინკა (13), 1:1 კოსტლი (39, საკ. კარში), 2:1 ზივზივაძე (61), 3:1 შიოპნერი (65)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…