პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, როცა ბათუმში ჩატარებულ მატჩზე თურქმა ფანებმა მეგობრულ ჟესტს პროვოკაციული ქმედებებით უპასუხეს. ბათუმში მომხდარი დაპირისპირებისას 3 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს.

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად
რადიო თავისუფლება

„ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 27 ნოემბერს.

„მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს და თურქეთს“, - განაცხადა მან.

„გულდასაწყვეტი იყო“

მისი თქმით, თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს შეთავაზება „ძალიან ღირსეულად მიიღო, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომლებსაც გულშემატკივარსაც ვერ უწოდებდით, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით“.

„ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი“, - განაცხადა პრემიერმა.

„საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს" - განაცხადა მან.

რა მოხდა ბათუმში - მოკლედ

26 ნოემბერს ბათუმი არენაზე, საფეხბურთო კლუბების თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი ტრიბუნებზე დაწყებული დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა.

პოლიციამ სტადიონზე თურქული კლუბის გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

შსს-ს ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს.

მეორე დღესვე ყველა მათგანი გაათავისუფლეს. შსს-ს გამოძიება არ დაუწყია.

თურქულმა მხარემ ქართველი სამართალდამცველები „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე ბათუმში მომხდარზე: როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, ძალიან გულსატკენია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები