პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქული მედია: საქართველოს ელჩი ბათუმში მომხდარის გამო თურქეთის საგარეოში დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია დაიბარეს ბათუმში „ბეშიქთაშის“ მატჩისას მომხდარი ინციდენტებისა და თურქეთის მოქალაქეების მიმართ ძალის შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება თურქული მედია.

თურქული მედია: საქართველოს ელჩი ბათუმში მომხდარის გამო თურქეთის საგარეოში დაიბარეს
ფორმულა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბათუმში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში "ბეშიქთაშის" მატჩის დროს მომხდარი სერიოზული ინციდენტების გამო.

"შეხვედრაზე თურქულმა მხარემ ინციდენტის ყველა გარემოების სრულყოფილად გამოძიება და თურქეთის მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა", - ნათქვამია CNN Türk- ის გავრცელებულ ინფორმაციაში, მედიასაშუალება ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურითურქეთში საქართველოს ელჩი ბათუმში მომხდართან დაკავშირებით თურქეთის საგარეოში დაიბარეს — მედია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიAnadolu - თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
  3. TV პირველიოპოზიციურიბათუმში მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამო თურქეთის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები