ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა - სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯეს, რის შედეგადაც ორივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა - სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა - სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელესრუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება. ორივე პატიმრობაში დარჩა. ისინი სამართალდამცავებმა 5 აგვისტოს დააკავეს.

ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, მათ დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს.

"დღეს ვშუამდგომლობდით ჩვენს მიერ გამოძიების ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების, დამატებით მტკიცებულებად დართვას, კიდევ მოვიპოვეთ გარკვეული მასალები, რომელიც მნიშვნელოვანია. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი," - აღნიშნა ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო ინფორმაციული და შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო რაიმე ინფორმაციული და შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი, ეს იყო ძირითადად ფორმალური ხასიათის განჩინებები, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ არცერთმა ინსტანციამ, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატს არ დართეს უფლება, გამოეთხოვა ინფორმაცია იმ მობილური ტელეფონებიდან, რომელიც ჩვენ უკვე ამოვიღეთ, ინფორმაციაც შევისწავლეთ, დავამუშავეთ, გამოვითხოვეთ. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ სრულყოფილი გამოძიება," - აღნიშნა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვშუამდგომლობდით ჩვენს მიერ გამოძიების ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების, დამატებით მტკიცებულებად დართვას, კიდევ მოვიპოვეთ გარკვეული მასალები, რომელიც მნიშვნელოვანია. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი,“
გიორგი ლეკიშვილი
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო რაიმე ინფორმაციული და შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი, ეს იყო ძირითადად ფორმალური ხასიათის განჩინებები, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ არცერთმა ინსტანციამ, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატს არ დართეს უფლება, გამოეთხოვა ინფორმაცია იმ მობილური ტელეფონებიდან, რომელიც ჩვენ უკვე ამოვიღეთ, ინფორმაციაც შევისწავლეთ, დავამუშავეთ, გამოვითხოვეთ. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ სრულყოფილი გამოძიება,“
ქეთევან სონიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.