ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: „ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს

კოალიცია ცვლილებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მძიმე პროპაგანდისტულ კამპანიად შეაფასა.

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: „ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს
შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: „ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოსPOSTV

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსულის მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილია: პირველი – რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუკი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფახაზებსა და ქართველებს შორის, თუკი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი; ამავე დროს, თუკი გვინდა ევროპული პერსპექტივა, მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი, ამისკენ მიჰყავთ გვარამიას, სააკაშვილსა და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ – რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება, ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ; ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ; უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის: არა უშავს, ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა.

ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელიც, ვხედავთ, რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანია, ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.

გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები. 2008 წელს, ომამდე ის თავად სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და, ფაქტობრივად, თმობდა აფხაზეთის ნაწილს. ამ გაყოფას ის საკუთარი აღიარებითვე სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას. ის წერილი ჩვენ ნანახი არ გვაქვს, მაშინ ჩუმად მისწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას და შესთავაზა, ფაქტობრივად, აფხაზეთის გაყოფა. ამას მაშინაც ამით ამართლებდნენ, რომ ტრავმებს მოიშორებდნენ და უფრო მეტი პერსპექტივა გაეხსნებოდა. ასე რომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილია: პირველი – რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუკი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფახაზებსა და ქართველებს შორის, თუკი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი; ამავე დროს, თუკი გვინდა ევროპული პერსპექტივა, მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი, ამისკენ მიჰყავთ გვარამიას, სააკაშვილსა და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ – რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება, ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ; ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ; უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის: არა უშავს, ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა. ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელიც, ვხედავთ, რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანია, ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე. გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები. 2008 წელს, ომამდე ის თავად სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და, ფაქტობრივად, თმობდა აფხაზეთის ნაწილს. ამ გაყოფას ის საკუთარი აღიარებითვე სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას. ის წერილი ჩვენ ნანახი არ გვაქვს, მაშინ ჩუმად მისწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას და შესთავაზა, ფაქტობრივად, აფხაზეთის გაყოფა. ამას მაშინაც ამით ამართლებდნენ, რომ ტრავმებს მოიშორებდნენ და უფრო მეტი პერსპექტივა გაეხსნებოდა. ასე რომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.