ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ხელმძღვანელები და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები. მთავარ თემას უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა
გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, რომლებიც საქართველოში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებსა და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

კონფერენციის დაწყებამდე გივი მიქანაძემ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტთან ჟოზეპ მ. გარელთან და გენერალურ მდივან ამანდა კროუფუტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა რეფორმის განხორციელების პროცესში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. EUA-ს პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

კონფერენციას ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.