გიგა ავალიანის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან
გიგა ავალიანის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დააკმაყოფილა ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მოკლული მასწავლებლის ტელეფონი ისრაელიდან ჩამოყვანილმა ექსპერტებმა გახსნან.

გიგა ავალიანის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დააკმაყოფილა ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მოკლული მასწავლებლის ტელეფონი ისრაელიდან ჩამოყვანილმა ექსპერტებმა გახსნან.
თბილისში ეს ვერ შეძლეს, არადა წაქეზების მუხლით დაკავებული გოგოს უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ეს საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა – საუბარია მიმოწერებზე ნია იმნაძეს და გიგა ავალაინს შორის.
„ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი იმ მოტივით, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი ვერ გაიხსნა. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილურის გახსნის მიზნით ისრაელში. ისრაელის ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აღნიშნული წერილობით კორესპოდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებასთან, ეს მტკიცებულებები დამატებით წარვადგინეთ სასამართლოში და სასამართლომ ისინი დაუშვა განსახილველად”. – ამბობს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიადვოკატი - არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს, მათ შორის ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზებას - ასევე, ამ დრომდე არ არის გახსნილი გიგა ავალიანის ტელეფონი, ამ მიზნით დავნიშნეთ ექსპერტიზა ისრაელში
- TV პირველიმოკლული მასწავლებლის ტელეფონს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეისწავლიან
- რადიო თავისუფლებაბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ავალიანის მობილურზე ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…