აფრიკის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ცნობით, სახლში მყოფი ორი ადამიანიდან გამოსვლა მხოლოდ ერთმა მოასწრო.

აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა იმყოფებოდნენ - გამოსვლა მხოლოდ ქალმა მოასწრო.
რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…