ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია პოლტავაში მდებარე ენერგოობიექტი

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად პოლტავის ოლქში ნავთობისა და გაზის კომპლექსი განადგურდა, რომელიც კომპანია ნეფტოგაზის კუთვნილი ობიექტია და უკვე მეათეჯერ გახდა სამიზნე. ასევე, დნიპროში დაიბომბა კომპანია ინტერპაიპის სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი, რასაც ოთხი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია პოლტავაში მდებარე ენერგოობიექტი
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია პოლტავაში მდებარე ენერგოობიექტიტაბულა

რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშებს აგრძელებს. 21-22 სექტემბრის ღამეს მათ ბალისტიკური რაკეტებით პოლტავის ოლქის ნავთობისა და გაზის კომპლექსს დაარტყეს. ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

ობიექტი რუსეთის იერიშების სამიზნე უკვე მეათეჯერ გახდა. მისი მომარაგება დიდი ხნის განმავლობაში მწყობრიდან არის გამოსული. ბოლო დარტყმის დროს რუსეთმა, სულ მცირე, 5 რაკეტა გამოიყენა. ბალისტიკური რაკეტები დაეცა ტექნოლოგიურ ობიექტებს, რომლებიც დიდი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მუშაობდნენ.

როგორც კომპანია ნეფტოგაზში ამბობენ, ბოლო იერიშის შედეგად ობიექტის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

2026 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ენერგოკომპანია ნეფტოგაზის ობიექტებზე იერიშები 250-ზე მეტჯერ მიიტანა.

ამას გარდა, გასულ ღამე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კომპანია ინტერპაიპის სამოქალაქო სამრეწველო ობიექტზე, რომელიც ქალაქ დნიპროში მდებარეობდა. ეს კომპანია რკინიგზას ამარაგებს. იერიშის შედეგად დაწესებულების ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები