პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველო მართლაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა - ის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას აკავშირებს ზღვასთან და დასავლეთის ბაზრებთან" - მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ კონკორდიას ყოველწლიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, რეგიონულ ტრანზიტულ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ პროგრესზე.

"საქართველო მართლაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა - ის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას აკავშირებს ზღვასთან და დასავლეთის ბაზრებთან" - მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში.

პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი", მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

"საქართველოს როლი, სამხრეთ კავკასიის როლი, იზრდება არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. ის, რაც ხდება ფართო რეგიონში, მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატებისთვისაც, მათ შორის, იმ გეოპოლიტიკური ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებსაც შეერთებული შტატები დგამს. საქართველო ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით. ჩვენ ძალიან გვახარებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და, ამასთანავე, აღვნიშნავთ რეგიონში მიმდინარე პროცესებში შეერთებული შტატების, და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მიერ შესრულებულ როლს.

საქართველო მართლაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმ თვალსაზრისით, რომ ის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას აკავშირებს ზღვასთან და დასავლეთის ბაზრებთან.

საქართველო საკმაოდ კარგი ტემპით მიიწევს წინ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კორუფციის დაბალ დონესა და ეკონომიკური განვითარების მაღალ მაჩვენებლებს. ეს სტიმულს აძლევს ბიზნესსა და ინვესტორებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ
  3. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: “პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო
  4. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
  5. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
  6. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები