გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძეს არც ერთი ვიზიტი, არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოიყენა ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და არც ახლა ექნება რაიმე სიახლე, რადგან ის ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ირაკლი კობახიძეს არც ერთი ვიზიტი და არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად და შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე და ახლა შეძლებს ამ ტრიბუნის ქართული, ეროვნული ინტერესების ლობირებისთვის გამოყენებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების წინ წასაწევად, არც ახლა იქნება.
„ჩვენ ვიცით, რომ კობახიძე ემსახურება ივანიშვილს, მის პირად კეთილდღეობას და ამავე დროს, ემსახურება რუსეთის ეროვნული ინტერესების წარმატებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც, სამწუხაროდ, იქნება მთლიანად დათმობილი იმისთვის, რომ ივანიშვილისა და რუსეთის გასახარი პოლიტიკური სიტუაცია იქნას მიღწეული, მაგრამ არა ქართველი ერის გასახარი და წინ წასაწევი პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების დასახმარებლად და წინ წასაწევად, არც ახლა იქნება გამოყენებული ეს პლატფორმა ამისთვის“, – განაცხადა გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვიცით, რომ კობახიძე ემსახურება ივანიშვილს, მის პირად კეთილდღეობას და ამავე დროს, ემსახურება რუსეთის ეროვნული ინტერესების წარმატებას საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც, სამწუხაროდ, იქნება მთლიანად დათმობილი იმისთვის, რომ ივანიშვილისა და რუსეთის გასახარი პოლიტიკური სიტუაცია იქნას მიღწეული, მაგრამ არა ქართველი ერის გასახარი და წინ წასაწევი პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ, როგორც აქამდე არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი პლატფორმა ქართველი ერის ინტერესების დასახმარებლად და წინ წასაწევად, არც ახლა იქნება გამოყენებული ეს პლატფორმა ამისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.