აშშ-ში ინფლაცია გაიზარდა
აშშ-ში ოქტომბრის წლიური საბაზისო PCE ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და ინვესტორებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი გააჩინა.

აშშ-ის მასშტაბით ინფლაციური წნეხი იზრდება - ოქტომბრის PCE ინფლაციის მონაცემებმა ანალიტიკოსების ნეგატიურ მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო წლიური საბაზისო ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა.
როგორც ირკვევა, საბაზისო PCE ინდექსი სექტემბრის 3.1%-დან ოქტომბერში 3.3%-მდე დაჩქარდა, ყოველთვიურმა ზრდამ კი 0.3% შეადგინა, რაც პროგნოზს დაემთხვა.
რაც შეეხება საერთო PCE ინფლაციას, ოქტომბერში მაჩვენებელმა წლიურად 3.8% შეადგინა, ხოლო ყოველთვიურად მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზარდა, რაც ორივე შემთხვევაში ბაზრის მოლოდინებს შეესაბამება.
ცნობისთვის, საბაზისო PCE ინდექსი სასურსათო პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასებს არ ითვალისწინებს და ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს წარმოადგენს.
PEC ინდექსის მოსალოდნელზე მეტად ზრდა ინვესტორებში აჩენს მოლოდინს, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას უფრო მეტად გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…