პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა

„რეიტინგ ჯგუფის“ გამოკითხვით, უკრაინელთა 83% მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ხოლო 56% მზადაა განიხილოს ტერიტორიული დათმობები, თუ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
იმედინიუსი

უკრაინელთა უმრავლესობა ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას ემხრობა, ნახევარზე მეტი კი მზადაა, ტერიტორიულ დათმობებზეც დაფიქრდეს, თუ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამას მოწმობს სოციოლოგიური ორგანიზაცია „რეიტინგ ჯგუფის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, - იუწყება UNN.

კერძოდ, რესპონდენტთა 83% მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ხოლო, 57% - საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და კომპრომისის ძიებას.

ამასთანავე, გამოკითხულთა 56% მზადაა, ტერიტორიული დათმობები განიხილოს, თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 13% საომარი მოქმედებების გაგრძელებას ემხრობა მანამ, სანამ 2022 წლის საზღვრებში არსებულ ტერიტორიებზე კონტროლი არ აღდგება.

კიდევ 21% მხარს უჭერს ბრძოლის გაგრძელებას 1991 წლის საზღვრების აღდგენამდე, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე.

გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, თუმცა, კომპრომისებზე წასვლის მზაობა კვლავაც უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოგამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
  2. რუსთავი 2სამთავრობოგამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაააქტიურონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები