ნიკოლოზ სამხარაძე – სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა გვარამიას განცხადებები მიუღებლად შეоფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებსა და სუვერენიტეტს.

არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღებელია, რადგან ეს დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, შეიძლება, ხელოვნურად გაჩნდეს ახალი დაპირისპირების და დაძაბულობის საბაბი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ასეთი განცხადებების კეთება საჭირო არ არის.
„აქედან გამომდინარე, ეჭვი მიმყარდება, რომ ეს კონკრეტულ დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომ ხვალ, ევროკავშირში შევდივართ და ამაში ხელს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის. ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური მცდელობაა ურთიერთობა დაიძაბოს. სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„აქედან გამომდინარე, ეჭვი მიმყარდება, რომ ეს კონკრეტულ დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომ ხვალ, ევროკავშირში შევდივართ და ამაში ხელს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის. ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური მცდელობაა ურთიერთობა დაიძაბოს. სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…