პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სუს-ი – გასულ წელს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, დავით არჩვაძის განცხადებით, ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად, რაც უწყებამ თავიდან აიცილა. მისივე თქმით, აღიკვეთა დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობაც.

სუს-ი – გასულ წელს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით
პირველი არხი

გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში ცალკეული საგარეო და შიდა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით არჩვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. აღნიშნულზე საუბრისას სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენები გაიხსენა.

„მაგალითად, 2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ჩვენ მიერ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული აღნიშნული მცდელობა, დავაკავეთ და ბრალი წარვუდგინეთ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, გასული წელი გამორჩეული იყო სხვადასხვა აქტორების მხრიდან საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით წარმოებული დამაზიანებელი საქმიანობის მხრივ.

„დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი ცნობილი უცხოური მედია საშუალებაც კი გახდა, თუმცა ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავატარეთ გამოძიება და მოვახდინოთ საზოგადოების დროული ინფორმირება. 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დროულად გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი აქტივობები. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში აღვკვეთეთ საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქეებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის მცდელობა. გარდა ამისა, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივების არაერთი მცდელობა და გაატარეს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ფარული მოქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და მათთან დაკავშირებული აქტორების მიერ განხორციელებული კიბერშეტევები და კიბერ სადაზვერვო ოპერაციები“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით არჩვაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის, საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით - დავით არჩვაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი დეპარტამენტების მიერ გამოძიება დაიწყო ჯამში სისხლის სამართლის 23 საქმეზე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 13 პირი - დავით არჩვაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები