პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალის ნაკრები გამოაცხადა. CAS-მა გააუქმა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილება, რომლითაც ტიტული მაროკოს ჰქონდა მინიჭებული.

გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
სპორტალი

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) აფრიკის თასის 2025 წლის გათამაშების შესახებ საბოლოო ვერდიქტი მიიღო და ტურნირის გამარჯვებულად სენეგალის ნაკრები გამოაცხადა.

მოგეხსენებათ, ფინალი, რომელიც რაბატში მაროკოსა და სენეგალს შორის გაიმართა, სკანდალური აღმოჩნდა. VAR-ის სისტემის გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა სენეგალის კარში ბოლო წამებზე პენალტი დანიშნა, რამაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის აღშფოთება გამოიწვია.

მათ მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს, მაგრამ სადიო მანემ თანაგუნდელები მოედანზე დააბრუნა, თერთმეტმეტრიანი ბრაჰიმ დიასმა ვერ გამოიყენა, დამატებით დროში კი სენეგალს პაპა გეიემ მოაგებინა.

მაროკოელებმა სენეგალელების ეს ქმედება (მოედნის თვითნებურად დატოვება) გააპროტესტეს. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მათ საჩივარი დაუკმაყოფილათ და სენეგალელებს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალათ, ტიტული კი მაროკოს გადაეცა.

ამის შემდეგ საჩივარი უკვე სენგალმა მოამზადა და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ასევე შეცვალა გადაწყვეტილება და საბოლოოდ თასი სენეგალს მისცეს.

თავის გადაწყვეტილებაში CAS-მა ხაზი გაუსვა, რომ მატჩის განახლების ან შეწყვეტის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მსაჯის კომპეტენციაში შედის. ვინაიდან არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნება დართო, ხოლო ორივე გუნდი მოედანს დაუბრუნდა და თამაშის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ე.წ. "საფეხბურთო მოედნის დოქტრინის" ფარგლებში მოექცა. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დაადგინა, რომ CAF-ის (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის) რეგლამენტის შესაბამისი მუხლები, რომლებიც მატჩის განახლებაზე უარის თქმას ეხება, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება, რადგან შეხვედრა საბოლოოდ არ შეწყვეტილა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები