პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ყინწვისის სპეცოპერაციაზე: 24 ადამიანს რომ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში გყავს და კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს "ნაცმოძრაობასთან", ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა წითლიძემ რიტორიკულად დასვა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ყინწვისის სპეცოპერაციით დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძე აწამეს, ხოლო 24 ადამიანის წამებასა და უკანონო მსჯავრზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის უარყოფა გაუგებარია.

არჩილ გორდულაძე ყინწვისის სპეცოპერაციაზე: 24 ადამიანს რომ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში გყავს და კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს "ნაცმოძრაობასთან", ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა წითლიძემ რიტორიკულად დასვა
რუსთავი 2

ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 2011 წელს ყინწვისის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული 24 პირის საქმეზე საუბრისას.

გორდულაძის განცხადებით, დაკავებულთა შორის იყო ნიკოლოზ გოგუაძე, რომლის მიმართაც, წამება განხორციელდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, როგორც არსებითი, ისე პროცედურული თვალსაზრისით.

"ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით. ამ ადამიანებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ დარღვეულია წამების აკრძალვის მუხლი - კონვენციის მე-3 მუხლი, ორივე ნაწილში: როგორც პროცედურული, ისე არსებითი ასპექტით. ეს არის 2019 წლის გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე მიმდინარეა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, მსჯავრდებულები იყვნენ. 24 ადამიანს ამ ყველაფერს რომ გადმოატარებ, ამ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა", - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე ყინწვისის სპეცოპერაციაზე: 24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები