პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს” – ქეთი დევდარიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ქეთი დევდარიანის განცხადებით, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, „ჩცდ“-ში ვეღარ ითამაშებს. მისივე თქმით, სერიალი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ დეკემბერში განახლდება.

,, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს” – ქეთი დევდარიანი
ალია

ჩცდ-ს სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ,,მედიაჩეკერთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ბაქარის როლის შემსრულებელი სერიალში აღარ ითამაშებს.

რომელ გმირებს ვეღარ ვნახავთ და რატომ?

– ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს.

ძირითადი ხაზის პერსონაჟები რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას იმ წერტილიდან, რომელშიც 3 წლის წინ გავჩერდით. ახალი პერსონაჟებიც იქნებიან და რაც მთავარია, ძალიან ვეცდებით, ვაჩვენოთ უკვე სხვა რაკურსიდან დანახული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეგზისტენციალური გამოწვევები.

ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ სერიალი , ,,ფორმულაზე” დეკემბერში განახლდება:

,,იმედი მაქვს, გავამართლებთ, ყველა მოლოდინს, რომელიც მაყურებელს აქვს. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია კითხვებზე – „როდის ბრუნდებით“ და „ვინ გაიმარჯვა“ მეპასუხა, რომ არ ვიცი, მაგრამ ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დეკემბერში დავბრუნდებით ეკრანზე. “

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

შოუბიზნესი ·
რობერტ ირვინი იხსენებს, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პრინცმა უილიამმა ტელეშოუშიწაიკითხე

უახლესი ამბები