პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ ახალგაზრდების ბედი - ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, ხოლო ხელისუფლება ჰუმანურად მოქმედებს და დანაშაულის მონანიების სანაცვლოდ დაკავებულებს გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს.

პრემიერი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ ახალგაზრდების ბედი - ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი
ინტერპრესნიუსი

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე აქციებზე დაკავებული რამდენიმე პირის გათავისუფლებას.

მისი თქმით, ხელისუფლებას თითოეული ადამიანის ბედი აინტერესებს, მათ შორის ისეთი ადამიანების ბედი, „რომლებიც მძიმე ძალადობრივ აქტში მონაწილეობდნენ“.

„ისინი[ოპოზიციის წარმომადგენლები] იმალებოდნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ აქეზებდნენ, შემდეგ ხდებოდა მოძალადეების დაპატიმრება და ისინი გამქრალნი იყვნენ. საუბარია ადამიანებზე, უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც რვა ადამიანმა გააკეთა. მაგრამ აქაც კი ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი და არც არაფერი.

ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში. შესაბამისად, გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, გათავისუფლების შესაძლებლობა მივეცით ყველას, ვინც დანაშაულს მოინანიებდა - ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ შეწყალების შესაძლებლობა მიეცათ.

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა - პატიმრებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები