პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკოლეი კალკინი „მარტო სახლშის“ გაგრძელებაში ითამაშებს

სტუდია 20th Century Studios-ი „მარტო სახლშის“ გაგრძელებაზე მუშაობს, რომელშიც მაკოლეი კალკინი კვლავ კევინ მაკკალისტერის როლს შეასრულებს. სცენარს სეთ როგენი და ევან გოლდბერგი თავად კალკინის იდეის მიხედვით წერენ.

მაკოლეი კალკინი „მარტო სახლშის“ გაგრძელებაში ითამაშებს
იმედინიუსი

სტუდია 20th Century Studios-ი ფრენჩაიზ „მარტო სახლშის“ გაგრძელებაზე მუშაობს, რომელშიც მსახიობი მაკოლეი კალკინი კვლავ კევინ მაკკალისტერის როლს შეასრულებს. პროექტი ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სცენარს სეთ როგენი და ევან გოლდბერგი კალკინის იდეის მიხედვით წერენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა Disney Motion Pictures-ისა და 20th Century Studios-ის ხელმძღვანელს, დევიდ გრინბაუმს ფრენჩაიზის ახალი ფილმის იდეა შესთავაზა. თავად კალკინის თქმით, მას შეეძლო ეთამაშა ზრდასრული კევინი, რომელიც თავად გახდა მამა, თუმცა შვილთან კონტაქტი დაკარგა. ფილმის სიუჟეტი შესაძლოა სწორედ მათ დაპირისპირებაზე აიგოს.

კომპანია Disney-ს, რომელსაც 20th Century Studios-ი ეკუთვნის, ფრენჩაიზის ახალ ფილმთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„მარტო სახლში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმია. სურათის პრემიერა 1990 წელს შედგა. სიუჟეტის მიხედვით, 8 წლის კევინ მაკკალისტერი შემთხვევით მარტო რჩება ჩიკაგოში მდებარე სახლში, როდესაც მთელი მისი ოჯახი საშობაო არდადეგებზე პარიზში მიემგზავრება. ბიჭი თავდაპირველად მარტოობით ტკბება, შემდეგ კი სახლში შეჭრილ მძარცველებს უპირისპირდება.

პირველი ფილმიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა „მარტო სახლში 2“, სადაც კევინის როლი კვლავ მაკოლეი კალკინმა შეასრულა. ამის შემდეგ ფრენჩაიზის კიდევ ოთხი სერია გამოვიდა, თუმცა სხვა სამსახიობო შემადგენლობით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კრის კოლამბუსმა „მარტო სახლში“-ს ახალი პროექტის შესახებ არაფერი იცოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები