პოლიტიკა · 23 ნოემბერი, 22:55
,, ისეთი დრო მოვიდა, როდესაც სიტყვით, ცილისწამებით მკვლელობა ბევრად უფრო ეფექტური გახდა, ვიდრე იარაღით” – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ცილისწამებით მკვლელობა იარაღზე ეფექტური გახდა და ტროლ-ბოტებს უკვე „ქსელური ტერორისტები“ უნდა ეწოდოთ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი;
,,ადრე ე.წ. ტროლებს და ბოტებს “ქსელური ცოფიანები” ვუწოდე, რომლებიც შემოგივარდებიან ფბ გვერდზე, გიკბენენ და გარბიან.
ახლა რაღაც შეიცვალა და ალბათ “ქსელური ტერორისტები” ან “ქსელური ქილერები” უნდა ვუწოდოთ.
ისეთი დრო მოვიდა, როდესაც სიტყვით, ცილისწამებით მკვლელობა ბევრად უფრო ეფექტური გახდა, ვიდრე იარაღით.
სასჯელიც შესაბამისი უნდა იყოს.“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…