პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი - შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ, გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა - უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში მრევლს გიორგობა მიულოცა და მოუწოდა, გადალახონ შინაგანი ვნებები და მეტად მიმტევებლები გახდნენ.

მიხეილ ყაველაშვილი - შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ, გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა - უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია
ინტერპრესნიუსი

ჩვენ შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ, გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, ამის უდიდესი მაგალითია წმინდა გიორგი, - ასე მიმართა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, „უნდა დავფიქრდეთ ამ ქვეყნის შვილები, თითოეული ჩვენგანი, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია.’’

„გილოცავთ გიორგობას, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს!

წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი უტეხი სულის, მტკიცე რწმენისა და ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში. სწორედ ჩვენმა ერმა, ჩვენმა წინაპრებმა, მისი ამ გამორჩეული ცხოვრების, ღვაწლისა და მოწამებრივი სიცოცხლის გამო, ისე შეიყვარეს იგი, როგორც საკუთარი არსი, დაუკავშირეს ჩვენი ერის ცხოვრება და არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და მოწამებრივ აღსასრულს. ამიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში.

მებრძოლებს, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც კი ყოველთვის არა მხოლოდ ზეციურ მფარველად, არამედ თანამებრძოლად და წინამძღოლად მიაჩნდათ წმინდა გიორგი. არაერთმა ჩვენმა საკვირველმა ბრძოლამ დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და სწორედ ამით მოვიდა აქამდე ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.

ეს უდიდესი განძი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა და თანამედროვე თაობამ მოგვიტანა აქამდე, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ. უნდა დავფიქრდეთ ამ ქვეყნის შვილები, თითოეული ჩვენგანი, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, იმ გამოწვევებში, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ერი მუდმივად იქნება ამ გამოწვევების პირმშო, მაგრამ მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი და უწმინდესმაც ბრძანა, რომ ჩვენი სახელმწიფოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღვნიშნავთ, სწორედ ამ გზაშია ჩვენი გადარჩენა და მომავალი.

ამიტომ თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებმა ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, დავფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. რაში მდგომარეობს ეს გზა? ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, ჩვენ შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ, გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, ამის უდიდესი მაგალითია წმინდა გიორგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსწორედ ქრისტიანულმა რწმენამ და წმინდა გიორგის მფარველობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, წინაპრების გზის გაგრძელებაშია ჩვენი გადარჩენა და მომავალი - მიხეილ ყაველაშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოპრეზიდენტი: მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი, სწორედ ამ გზაზეა ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
  3. POSTVსამთავრობოპრეზიდენტი: “მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი, სწორედ ამ გზაშია ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები