პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მეუფე ნიკოლოზი: გიორგობასთან ერთად, ყველას გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს

ბოდბის დედათა მონასტერში გიორგობისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. მეუფე ნიკოლოზი საზოგადოებას ორივე თარიღს ულოცავს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ტარდება საქართველოს სხვა ტაძრებშიც.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), გიორგობასთან ერთად, ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავსაც ულოცავს.

"წმ. ნინოს საფლავზე გიორგობის აღნიშვნა დაკავშირებულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან. გიორგობასთან ერთად, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტიანობის 1 700 წლის ისტორიას, საქართველომ ქრისტიანობა 2 000 წლის წინ მიიღო, მაგრამ 1 700 წლის წინ მოხდა მისი გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად." - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები