პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ლენტეხში ითოვებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
იმედინიუსი

23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც უნალექო დღეა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში თოვლია მოსალოდნელი დღისით +9, ღამით -1 გრადუსი იქნება.

ამბროლაურში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 იქნება.

ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზეა. დღისით 3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზე იქნება, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური23 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორი ამინდი იქნება 24 ნოემბერს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები