პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრწანისის რაიონის გამგებელი: მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც სასტუმროში გადავიყვანეთ. გამგეობის თანამშრომლები ტერიტორიაზე იმყოფებიან და შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევენ მოქალაქეებს

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, გამგეობა და შესაბამისი სამსახურები კი მათ ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

კრწანისის რაიონის გამგებელი: მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც სასტუმროში გადავიყვანეთ. გამგეობის თანამშრომლები ტერიტორიაზე იმყოფებიან და შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევენ მოქალაქეებს
იმედინიუსი

მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც სასტუმროში გადავიყვანეთ, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს კორპუსიდან ნივთების გამოტანაში შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან.

„რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, პერიმეტრზე უსაფრთხოების ღობეა შემორტყმული. მოგვმართა რამდენიმე მცხოვრებმა ნივთების გამოტანაზე და მათ შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან ნივთების გამოტანაში. გამგეობის თანამშრომლები ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებიან და შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევენ მოქალაქეებს“, - აღნიშნა ცაგურიამ.

ქვეყანაში გლოვის დღეა - საქართველო ქვემო ფონიჭალაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, ქვემო ფონიჭალაში, დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან და მემორიალთან სანთლებს ანთებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში გლოვის დღეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები